Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მარი კივინიემის კანდიდატურას მიემხრო


ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მარი კივინიემის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. კივინიემი ფინეთის ისტორიაში მეორე ქალია, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე იმუშავებს. მისი წინამორბედი, მატი ვანჰანენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა. ქალია ფინეთის პრეზიდენტიც, ტარია ჰალონენი, რომელიც დღესვე დაამტკიცებს კივინიემის ახალ პრემიერ-მინისტრად.
XS
SM
MD
LG