Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ჯგუფებში ბოლო მატჩები იმართება


დღეს სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, F ჯგუფში იტალიის და სლოვაკეთის გუნდები თამაშობენ ამ წუთში. პირველი ნახევრის შუა წუთებში დაწინაურდნენ სლოვაკი ფეხბურთელები. ამავე ჯგუფში ერთმანეთს ხვდებიან პარაგვაის და ახალი ზელანდიის გუნდები, იქ ანგარიში არ გახსნილდა. ამ მატჩების შედეგებზეა დამოკიდებული, რომელი გუნდები გავლენ მერვედფინალში. მოგვიანებით, E ჯგუფის ნაკრებები, ჰოლანდია და კამერუნი ითამაშებენ, ამავე დროსაა დანიშნული იაპონიის და დანიის მატჩი. ამ ჯგუფიდან ჰოლანდია უკვე გასულია შემდეგ ეტაპზე, დანიას გამარჯვება სჭირდება, იაპონიას ფრეც ჰყოფნის.

XS
SM
MD
LG