Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში იმყოფება "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია


აშშ-ში იმყოფება "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია. მისი პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, დღეს ალასანია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეებს თინა ქეიდენაუს და ფილიპ გორდონს და პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩევლებს ელიზაბეტ შერვუდ რენდელს და მაიკლ მაკფოლს შეხვდება. თავისუფალი დემოკრატების ლიდერს შეხვედრები აქვს დაგეგმილი საერთაშორისო რესპუბლიკური(IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული (NDI) ინსტიტუტების ხელმძღვანელებთანაც. ირაკლი ალასანია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თემაზე NDI-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.
XS
SM
MD
LG