Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი აიღეს


გორის ცენტრალური მოედნიდან წუხელ სტალინის ძეგლი აიღეს და მისივე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გადაიტანეს. როგორც იუწყებიან, გორელების ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა, ნაწილი კი ტაშით შეხვდა ძეგლის აღებას. იუწყებიან აგრეთვე, რომ ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებს ვიდეოკამერა წაართვეს, მოსახლეობის პროტესტის გადაღების მცდელობისას. საბჭოთა დიქტატორის ძეგლის ადგილზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსნოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი აღიმართება.
XS
SM
MD
LG