Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვს რიგით მერვე ვიზიტით ეწვევა


მოსკოვში დღესმოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვისლიდერის ზურაბ ნოღაიდელის რიგით მერვე ვიზიტი დაიწყება .
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელი შეხვედრებს გამართავს "ედინაია როსიასა" და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც მოსკოვში ექსპრემიერის წინა ვიზიტების დროს იხილებოდა, კერძოდ, რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლებას და კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში დევნილების დაბრუნებას.ნოღაიდელი მოსკოვში რამდენიმე დღით დარჩება.

XS
SM
MD
LG