Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი იხსნება


ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრი დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნება .
პირველ ბრიფინგს, რომელიც გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართება, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ჩაატარებენ. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

XS
SM
MD
LG