საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და ევროსაბჭოსადმი მოსკოვის ვალდებულებათა შესრულების განსახილველად დღეს რუსეთში ვიზიტს იწყებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. მოსკოვში გამგზავრების წინ, მევლუთ ჩავუშოღლუმ სააგენტო რია-ნოვოსტისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრებისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, აგვისტოს ომის შემდეგ დამტკიცებული რეზოლუციების შესრულებაზე იმსჯელებს. მოსკოვში ვიზიტამდე ჩავუშოღლუ საქართველოში იმყოფებოდა.
ყველაზე პოპულარული
1