Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა


კოსოვოში სერბების საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და ერთი - დაიღუპა დემონსტრანტების რიგებში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება ეთნიკური ნიშნით დაყოფილ ქალაქ მიტროვიცაში მოხდა, როცა ათასამდე სერბი შეიკრიბა პროტესტის გამოსათქმელად მიტროვიცის სერბულ ნაწილში კოსოვოს მთავრობის უწყების გახსნასთან დაკავშირებით. კოსოვოს პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ესროლეს. სერბიის ეროვნული უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა მოახდინოს რეაგირება რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაზე. ძალადობა დაგმო კოსოვოში ეუთოს მისიამ.
XS
SM
MD
LG