ირანმა წარმოადგინა ახალი დოკუმენტები, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ადასტურებს ამერიკელების მიერ ბირთვული ფიზიკის ირანელი სპეციალისტის, შაჰრამ ამირის გატაცებას. ბი-ბი-სი-ს ცნობით, დოსიე გადაეცა თეირანში შვეიცარიის საელჩოს, რომელიც წარმოადგენს შეერთებულ შტატებს. საბუთების შინაარსის შესახებ არ იტყობინებიან. ამირი ერთი წლის წინათ გაუჩინარდა საუდის არაბეთში მომლოცველობის დროს. ვაშინგტონი უარყოფს ბრალდებებს ირანელი მეცნიერის გატაცების შესახებ.