Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი“ აპროტესტებს რუსეთიდან მეცნიერის იძულებით გასახლებას


„ამნესტი ინტერნეშნლის“ განცხადებით, თავის დროზე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული რუსი მეცნიერის, იგორ სუტიაგინის, პატიმრობიდან გათავისუფლება რუსეთის დატოვების პირობით ქვეყნიდან მისი იძულებით გასახლების ტოლფასია, რაც აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით. დღეს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში „ამნესტის“ევროპისა და შუა აზიის პროგრამის დირექტორი ნიკოლა დაკუორთი აღნიშნავს: „თუ სუტიაგინი ამ გარიგების წინააღმდეგია და დათანხმება ზეწოლის ქვეშ მოუხდა, ეს იძულებით გასახლების ტოლფასია.“ იგორ სუტიაგინს, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში გაამგზავრებენ. როგორც მეცნიერის დედამ ადამიანის უღლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციას უთხრა, მისი შვილი გარიგების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ის აიძულეს, დათანხმებოდა ქვეყნიდან გასახლების სანაცვლოდ ციხიდან გათავისუფლებას. „ამნესტის“ აზრით, სუტიაგინის საქმეს პოლიტიკური საფუძველი აქვს და ბოლო წლებში რუსეთში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული გახშირებული ქმედებების ნაწილია.
XS
SM
MD
LG