Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემნები: სამხრეთ კავკასიაში მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხი ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას ცვალებადს და არასტაბილურს უწოდებს. ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას პეტერ სემნებიმ განაცხადა, რომ მსგავსი სიტუაცია შეშფოთებას უნდა იწვევდეს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელმაც რეგიონისადმი ინტერესი უნდა შეინარჩუნოს. სემნებიმ აღნიშნა, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად და ამ ქვეყნებში დემოკრატიული ფასეულობების და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად ევროკავშირის ძალისხმევა ეფექტური იქნება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მოქმედების შემთხვევაში. ამ პროცესში პეტერ სემნები განსაკუთრებულ როლს ეუთოს ანიჭებს. დიპლომატის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხი ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია. სემნების შეფასებით, რეგიონის სტაბილურობისთვის ძირითადი საფრთხეა სწორედ კონფლიქტები, სტატუს-კვოს შენარჩუნება კი, დაძაბულობის ესკალაციის საშიშროებას ქმნის, რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმაც დაადასტურა.
XS
SM
MD
LG