მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალისტთა უმრავლესობა თავს მემარცხენეებად, მეტიც, მარქსისტებად მიიჩნევდა, ადამიანის არსებობის ეს ანალიზი - ზოგადად, ადამიანისა და არა, მაგალითად, მხოლოდ დასავლელი ადამიანისა, საბჭოთა კომუნისტებს არ მოსწონდათ.
ამიტომ ეგზისტენციალიზმი, ფაქტობრივად, აკრძალული იყო. გიორგი გვახარიას ყოველკვირეულ საავტორო პროგრამაში ფილისოფოსი ზაზა ფირალიშვილი საუბრობს ეგზისტენციალიზმზე და იმაზე, თუ რატომ ეშინოდათ და ეშინიათ აზროვნების ტოტალიტარულ ქვეყნებში.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.