Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრიტიშ პეტროლიუმი“ დაზიანებული ჭაბურღილის სარქველს ცვლის


კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ცნობით, ინჟინრებმა რობოტების მეშვეობით მოაშორეს შემაკავებელი სარქველი ჭაბურღილს, საიდანაც დიდი რაოდენობით ნავთობი იღვრება მექსიკის ყურეში. ძველ სარქველს შეცვლის ახალი, უფრო ჰერმეტული ხუფი, რომლითაც შესაძლებელი გახდება ტანკერებში მეტი ნავთობის გადაქაჩვა. სამუშაოები წყალქვეშ, კილომეტრნახევრის სიღრმეზე წარმოებს. ნავთობის გაჟონვის სრულად შეჩერება ვერ ხერხდება მას მერე, რაც ავარია მოხდა 22 აპრილს. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა „ბრიტიშ პეტროლიუმი“ ავარიის შედეგების აღმოფხვრის საქმეში, მისი აზრით, არასაკმარისი აქტიურობისთვის.
XS
SM
MD
LG