Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ დამნაშავედ სცნო „აკრძალული ხელოვნების“ გამოფენის ორგანიზატორები


რუსეთში სასამართლომ რელიგიური სიძულვილის გაჩაღებაში დამნაშავედ სცნო 2007 წელს მოწყობილი გამოფენის, „აკრძალული ხელოვნების“ ორი ორგანიზატორი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსკოვში მდებარე ანდრეი სახაროვის მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, იური სამოდუროვმა, ჯარიმის სახით 200 000 რუბლი უნდა გადაიხადოს, ხოლო გამოფენის კურატორმა ანდრეი იეროფეევმა - 150 000 რუბლი. ბრალმდებელი მათთვის სამი წლით პატიმრობის მისჯას მოითხოვდა. სამოდუროვი და იეროფეევი, მათივე განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მათ რელიგიური სიძულვილის გაჩაღების ბრალდება წაუყენეს მას შემდეგ, რაც ულტრანაციონალისტი მართლმადიდებლების ორგანიზაცია „სახალხო საბჭომ“ საჩივარი შეიტანა გამოფენის გამო, რომლის ერთ-ერთი ექსპონატიც იყო იესო ქრისტეს გამოსახულება მიკი მაუსის თავით.
XS
SM
MD
LG