Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი პეტრეუსი მოულოდნელად ჩავიდა პაკისტანში


ავღანეთში განლაგებული საერთაშორისო ძალების ახალი სარდალი გენერალი დევიდ პეტრეუსი მოულოდნელი ვიზიტით ჩაფრინდა პაკისტანში. პაკისტანის ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებებზე პეტრეუსმა ხაზი გაუსვა ისლამაბადის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ და იმ საფრთხეს, რასაც მეამბოხეები უქმნიან როგორც პაკისტანს, ისე ავღანეთს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში პაკისტანში მომხდარ ტერაქტებს 150 კაცის სიცოცხლე შეეწირა. მემბოხეთა თავდასხმებმა იმატა ავღანეთშიც.
XS
SM
MD
LG