საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილისს დღეს, 22.00 საათზე ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, კუშნერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე დევნილებს. ის ჩამოსვლისთანავე პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართება, სადაც შედგება ოფიციალური ვახშამი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ვიზიტის მეორე დღეს, 15 ივლისს, 09:00 საათზე კუშნერი საუზმეზე ოპოზიციის ლიდერებს უმასპინძლებს. 10:00 საათზე კი, მინისტრი "ევროპის სახლში" გამართავს დიალოგს დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე: "ევროპა: წარსული და მომავალი გამოწვევები". ამავე დღეს 11:30 საათზე კუშნერი ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მოგვიანებით, კუშნერი კავკასიის ფრანგულ სკოლას და კრწანისის რეიზდენციის ტერიტორიაზე საელჩოს მომავალ შენობას დაათვალიერებს. კრწანისიდან დელეგაცია კოდაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკის დასათვალიერებლად გაემართება. ბანაკში სტუმრებს მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, გაერო-ს ლტოლვილთა ფონდის წარმომადგენელი პიტერ ნიკოლაუსი, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი, ჰანსიორგ ჰაბერი და მისი მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე.
ყველაზე პოპულარული
1