Accessibility links

site logo site logo

”სახალხო სასამართლო” - ხალხის ”სამართლებრივი თვითმომსახურება”


საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - მინდია უგრეხელიძე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი
პროექტ ”სახალხო სასამართლოში” უკვე მეორე საქმე იხილება. პირველი გახლდათ ”ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე”, ახლა კი ”აფრასიძეების საქმის” განხილვა მიმდინარეობს. ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე - ”საქართველოს სახალხო მოსამართლე” მინდია უგრეხელიძე თვლის, რომ პროექტი თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით - ტელეშოუს სახით რომ განხორციელებულიყო, ეფექტი გაცილებით დიდი იქნებოდა. დღეს კი ”სახალხო სასამართლოში” მიმდინარე პროცესების ჩანაწერები მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება. რადიო თავისუფლებამ ”სახალხო სასამართლოს” მიზნებსა და შესაძლო შედეგებზე სასაუბროდ მისი ორი მონაწილე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - მინდია უგრეხელიძე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიიწვია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG