”არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ” - ესაა ფრაზა, რომელიც 50-იანი წლების ბოლოს გაზეთ ”პრავდას” ერთმა მკითხველმა გამოიყენა პასტერნაკის რომანის, ”ექიმი ჟივაგოს” მიმართ. თუმცა, საბჭოთა კულტურის ისტორიას ამ ფრაზის განმეორებაც ახსოვს - იოსიფ ბროდსკის შემოქმედების შეაფასებისას.
1972 წელს, როცა ბროდსკი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, სწორედ ასეთი სათაურით გამოქვეყნდა წერილი ”ლენინგრადსკაია პრავდაში”. იოსიფ ბროდკის დაბადების 70 წლისთავს ეძღვნება ”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა, რომელშიც მწერალი დათო ტურაშვილი გიორგი გვახარიასთან ერთად კულტურის იდეოლოგიზაციაზე ისაუბრებს.