Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა


ავსტრალიის პერმიერ-მინისტრმა ჯულია გილარდმა, რომელიც ამ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალია, ვადამდელი არჩევნები დანიშნა. კენჭისყრა 21 აგვისტოს გაიმართება. გილარდი სულ სამი კვირის წინ გახდა პრემიერ-მინისტრი, რაც მმართველი ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილება იყო ელექტორატში მთავრობის პოპულარობის კლების შესაჩერებლად. ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას, ტონი აბოტის ხელმძღვანელობით, სულ ცხრა მანდატის მოპოვება სჭირდება დამოუკიდებელ კანდიდატებთან ერთად მთავრობის შესაქმნელად, ან 13 მანდატის მოპოვება, რათა საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა.
XS
SM
MD
LG