Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ”მაკდონალდსი” პრეზიდენტმა გახსნა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 ივლისს ქუთაისში ჩავიდა და ჭავჭავაძის გამზირზე "მაკდონალდსის" შენობა გახსნა. თბილისის შემდეგ, ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც სწრაფი კვების პოპულარული ამერიკული ქსელის ობიექტი გაიხსნა."მაკდონალდსის" მშენებლობა ქუთაისში ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ასევე მოინახულა პარლამენტის მშენებარე შენობა და დაათვალიერა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
XS
SM
MD
LG