ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ თბილისში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი რევაზ ბარამიძე. რევაზ ბარამიძე 1928 წელს დაიბადა ცნობილი პედაგოგის, გრიგოლ ბარამიძის ოჯახში. რევაზ ბარამიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადრეული და შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის, კერძოდ, ჰაგიოგრაფიის კვლევაში. მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევები იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“, ასევე ნაშრომები ფარნავაზ მეფის შესახებ. რევაზ ბარამიძე იყო 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ასზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ასწავლიდა ცხინვალის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო აკადემიაში. ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. რევაზ ბარამიძე დაჯილდოებული იყო ექვთიმე თაყაიშვილისა და ნიკო მარის პრემიებით. იყო ევროპის მთელი რიგი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.
ყველაზე პოპულარული
1