Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტის შედეგად ბასრაში 20 ადამიანი დაიღუპა


ბასრაში, სავაჭრო ცენტრში მოხმდარი აფეთქებების შედეგად სულ მცირე ოცი კაცი დაიღუპა. ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ოფიციალური ინფორმაციით აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა და ასევე სავაჭრო ცენტრთან მდებარე ელექტროგენერატორი. ბასრის ინცინდენტის გარდა 7 აგვისტოს ერაყში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაღუპულთა შორის არის 7 პოლიციის ოფიცერი. ტერორისტული აფეთქებები ემთხვევა 31 აგვისტოს მოახლოებას, თარიღს, როდესაც შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის ძირითადმა ნაწილებმა უნდა დატოვონ ერაყი. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით 31 აგვისტოს შემდეგ ერაყში მხოლოდ 50 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება.
XS
SM
MD
LG