Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს ხუთი სამხედრო პირი, მათ შორის ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა გასული დღე-ღამის განმავლობაში ავღანეთში. ნატოს უსაფრთხოებსი მხარდამჭერი ძალების სარდლობის ცნობით, ერთი ჯარისკაცი, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ორი ამერიკელი ჯარისკაცი კი მეამბოხეებთან ბრძოლაში მოკლეს. დანიური სამხედრო კონტინგენტის განცხადებით, ჰელმანდის პროვინციაში, გაზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დანიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ნატოს ჯარების დანაკარგი მიმდინარე წლის განმავლობაში 422 კაცამდე გაიზარდა, იუწყება ფრანს-პრესის სააგენტო.
XS
SM
MD
LG