Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს არ მიიჩნევს ბირთვული იარაღის გავრცელებისთვის სარისკოდ


შეერთებული შტატების თქმით, რუსეთის მიერ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის საწვავით მომარაგება მოწმობს, რომ ისლამურ რესპუბლიკას არ სჭირდება ურანის გამამდიდრებელი საკუთარი სისტემის ქონა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, დერბი ჰოლედეის სიტყვებით, შეერთებული შტატებისთვის მისაღებია ის გარემოება, რომ ბუშერში ირანის ატომური რეაქტორი, რომელიც რუსეთის მიერაა აგებული, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის წარმოებისთვის არის გამიზნული და რომ ვაშინგტონი არ განიხილავს ამ ობიექტს ბირთვული იარაღის გავრცელებისთვის სარისკოდ. მაგრამ შეერთებული შტატების მოკავშირემ, ისრაელმა დაგმო ირანისთვის ბირთვული საწვავის მიწოდება. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ირანზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა შეწყდეს ურანის გამდიდრება და რეაქტორების მშენებლობა. შაბათს ირანელმა ინჟინრებმა გაეროს მეთვალყურეთა თანდასწრებით დაიწყეს ბუშერის ელექტროსადგურში რუსეთისგან მიღებული ბირთვული საწვავის ჩატვირთვა.
XS
SM
MD
LG