თბილისში მცხოვრებმა დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა, რომლებიც საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და გარე ვაჭრობის ნებართვას მოითხოვენ, საპროტესტო აქცია დედაქალაქის საკრებულოსთან გამართეს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საკრებულოს წარუდგინა პროექტი, რომელიც გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად აუცილებელ ნორმებს შეეხება. დღესვე თბილისის საკრებულოს გადაეცა დევნილთა განცხადება, რომლის ხელმომწერები საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ორივე საკითხის განხილვას ხვალინდელ სხდომაზე დაჰპირდა საკრებულოს წევრი პარტია ”თავისუფალი დემოკრატებიდან” ვიქტორ დოლიძე, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობს.
ყველაზე პოპულარული
1