ავღანეთის ელჩი შეერთებულ შტატებში საიდ ჯავადი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებს. ელჩის თქმით, თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა ის ბინძური კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ ავღანეთში გააჩაღეს. ნაწილობრივ მტკიცდებოდა, რომ ელჩი დაკავშირებული იყო იმ ფოტოების გამომზეურებასთან, რომლებზეც რამადანის დროს ავღანელი ქალები ღია სამოსსა და ალკოჰოლის მიღების დროს იყვნენ დაფიქსირებულნი. განცხადებაში ჯავადი ამბობს, რომ შვიდი წლის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცების კუთხით და ეს გამოცდილება მისთვის განსაკუთრებით ფასეულია.
ყველაზე პოპულარული
1