Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ფეხბურთელები დაამარცხა


შაბათს თურქეთის ქალაქ საქარიაში გაიმართა ევროპის 2011 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი თურქეთისა და საქართველოს 21 წლამდე ასაკის ნაკრებ გუნდებს შორის. შეხვედრა დამთავრდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით - 1:0. ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა თავის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ერთი თამაში დარჩა ჩასატარებელი. 7 სექტემბერს, სომეხ თანატოლებთან მოგების შემთხვევაში ქართველ ფეხბურთელებს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის “პლეი-ოფში” მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდებათ.
XS
SM
MD
LG