Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ეთნიკური დაპირისპირება მოჰყვა საკალათბურთო მატჩში სერბიის დამარცხებას


კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში, რომელიც ეთნიკური ნიშნით არის გაყოფილი, სერბებსა და ალბანელებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც მიტროვიცის სამხრეთ უბნებში ეთნიკურმა ალბანელმა ახალგაზრდებმა შაბათს საღამოს დაიწყეს ქუჩებში ზეიმი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში თურქეთის გამარჯვების აღსანიშნავად. თურქეთის გუნდმა ბოლო მომენტში სძლია სერბიის ნაკრებს. შეძახილებით „თურქეთი, თურქეთი“ ალბანელებმა სცადეს ხიდზე გადასვლა უმეტესწილად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ მიტროვიცაში. ამას მოჰყვა ქვების სროლა, რის გამოც საქმეში ჩაერიენ ადგილობრივი და ევროკავშირის პოლიციელები, მხარეების დასაშორიშორებლად. კოსოვოში ნატოს პრესმდივნის განცხადებით, შეტაკების დროს მსუბუქად დაშავდა ნატოს ორი ჯარისკაცი. ევროკავშირის პრესმდივნის განცხადებით, ფეხში დაიჭრა ფრანგი პოლიციელი, რომელიც ევროკავშირის მისიაში მსახურობს.
XS
SM
MD
LG