რა ფენომენია ეს – „ქართული იუმორი“? არსებობს კი საერთოდ? იქნებ ესეც მორიგი აკვიატებაა, მცირე ერისთვის დამახასიათებელი ვნება, რაღაცით გამოირჩეოდეს სხვებისგან?
განა არსებობს კულტურა იუმორის გრძნობის გარეშე? ამ კითხვების გარშემო მსჯელობენ გიორგი გვახარია და „წითელი ზონის“ სტუმარი, ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.