Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ხელფასების მოსალოდნელ შემცირებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს


პრაღაში გაიმართა მრავალათასიანი აქცია, რომლის მონაწილეებიც ჩეხეთის ხელისუფლების გეგმებს აპროტესტებენ. როგორც რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებს ხელფასებს შეუმცირებენ. საპროტესტო აქციაში, რომელიც პროფკავშირების მიერ იყო ორგანიებული და რომელმაც საბოლოო ჯამში 40 000-მდე ადამიანი გააერთიანა, მონაწილეობას იღებდნენ ძირითადად პოლიციელები, მეხანძრეები, მედპერსონალი და სახელმწიფო სექტორის მუშაკები. პრემიერ პეტრ ნეჩასის მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის ეფექტურობისათვის საბიუჯეტო ხარჯების 10 პროცენტამდე შეკვეცას გეგმავს, რომელიც ძირითადად ხელფასების შემცირებაში გამოიხატება.

XS
SM
MD
LG