Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი ბლოგერი შესაძლოა ირანში სიკვდილით დასაჯონ


ირანისა და კანადის მოქალაქე ბლოგერს ჰუსეინ დერახშანუს ირანში სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამის შესახებ ხუთშაბათს კანადურმა ორგანიზაციებმა ”ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისათის” და კანადის პენ-კლუბმა განაცხადეს. მათი ინფორმაციით, 2008 წელს დაკავებული ჰუსეინ დერახშანის სიკვდილით დასჯას ირანის პროკურატორა ითხოვს. ბრალად კი მას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მტრულად განწყობილ ქვეყნებთან თანამშრომლობა ედება. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აპირებს ინფორმაცია თავად გადაამოწმოს.

XS
SM
MD
LG