Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაროსლავ კაჩინსკი დასავლეთს მოუწოდებს წინ აღუდგეს „პროიმპერიულ“ რუსეთს


ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც მსხვილი ოპოზიციური პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელია, - გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც დღევანდელი რუსეთის პოლიტიკას „პროიმპერიულს“ უწოდებს. სტატიაში იაროსლავ კაჩინსკი წერს, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს გავლენა ყოფილი აღმოსავლეთი ბლოკის ქვეყნებზე, მაშინ როცა შეერთებული შტატები „ევროპიდან მიდის“. იაროსლავ კაჩინსკის ამის მაგალითად მოჰყავს, ვაშინგტონის მიერ პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავადცვითი სისტემების კომპონენტების მშნებლობაზე უარის თქმა და დამოუკიდებულება საქართველოს მიმართ. „მოსკოვის ნეოიმპერიულ საგარეო პოლიტიკას არ ახლავს შესაბამისი რეაქცია შეერთებული შტატებისა და ევროპის ძირითად მოთამაშეთა მხრიდან, „- აღნიშავს პუბლიკაციაში იაროსლავ კაჩინსკი და მოუწოდებს დასავლეთს, რათა „ დაიცვას არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების, არამედ საშუალო და მცირე სახელმწიფოების ინტერესებიც.“
XS
SM
MD
LG