Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიელ პოლიტიკოსს ანტიმუსლიმანური გამოხდომებისთვის ასამართლებენ


ჰოლანდიაში დღეს იწყება სასამართლო პროცესი ჰოლანდიელი პოლიტიკოსის ჰეერტ ვილდერსის წინააღმდეგ, რომელსაც მუსლიმანების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში ედება ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოსს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან 10 ათასი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრება. ვილდერსმა საკუთარ განცხადებებში ყურანი ჰიტლერის „მაინ კამპფს“ შეადარა. იგი თავგადაკლული მომხრეა, რათა ქვეყანაში მუსლიმანთა შეშვება შეიზღუდოს და აიკრძალოს ქალების მიერ ტრადიციული საბურველის ტარება. ჰეერტ ვილდერსი ლიდერია ჰოლანდიის მემრაჯვენე რადიკალური პარტია თავისუფლებისა, რომელმაც ამასწინანდელ არჩევნებში წარმატებას მიაღწია და ამჟამად ახალ მმართველ კოლაიციასთან თანამშრომლობს.
XS
SM
MD
LG