Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მხარდაჭერას უცხადებს თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებას


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს ავღანეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომლის მიზანიც არის თალიბანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. თუმცა, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა რობერტ გიბსმა განმეორებით აღნიშნა, რომ თალიბებმა თავდაპირველად უარი უნდა თქვან ძალადობასა და ალ-ყაიდის მხარდაჭერაზე და პირობა დადონ, რომ პატივს სცემენ ავღანეთის კანონებს. გიბსმა განაცხადა აგრეთვე, რომ ავღანეთის ლიდერების გადასაწყვეტია, ვისთან მიიჩნევენ საჭიროდ მოლაპარაკებას. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დღეს ქაბულში სამშიდობო მოლაპარაკება გაიმართა თალიბანის წარმომადგენლების, ავღანელი ოფიციალური პირებისა და პაკისტანის სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობით. მოლაპარაკების მიზანია ავღანეთის ომისთვის ბოლოს მოღებაზე შეთანხმება.
XS
SM
MD
LG