Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გილაური: საქართველოს დეოკუპაცია არ არის კავშირში რუსეთის მსო-ში გაწევრიანების კენჭიყრასთან


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ თბილისის მოთხოვნა მოსკოვის მიმართ, დასრულდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია არ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ მისცემს ხმას საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გილაურმა თქვა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თუ საქართველოს სეპარატისტულ რესპუბლიკებში არსებული საბაჟოები გამჭვირვალე გახდება, როგორც ამას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები ითხოვს.
XS
SM
MD
LG