8 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო მოდელზე მორიგი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. პოლიტიკოსებისა და იურისტების განმარტებით, კომისიის საბოლოო დასკვნა შინაარსით პრაქტიკულად 8 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის გამეორება იქნება. ამ მოსაზრების მიუხედავად, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას საზოგადოება ინტერესით ელის. კომისია დასკვნას, სავარაუდოდ, 15 ოქტომბერს დაამტკიცებს. ამავე დღეს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრა იგეგმება. ჩაეტია თუ არა საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის მიერ კონსტიტუციის მისაღებად განსაზღვრულ ვადებში და რას უქადის მას კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და ქრისტიან-დემოკრატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე მიიწვია.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1