Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონმა კოსოვოში ვიზიტით დაასრულა ბალკანეთის ტურნე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი კოსოვოს ეწვია, სადაც დღესვე დაასრულა ორდღიანი ტურნე ბალკანეთში. პრიშტინაში ათასობით ადამიანი შეეგება კლინტონს, რომლის ავტოკოლონაც მისი მეუღლის, შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონის ძეგლთანაც შეჩერდა, პრიშტინაში პარლამენტის შენობისაკენ მიმავალ გზაზე. ბილ კლინტონს განსაკუთრებულ პატივს სცემენ კოსოვოში მას შემდეგ, რაც მან 1999 წელს მხარი დაუჭირა ნატოს იერიშების განხორციელებას კოსოვოში სერბიის ჯარების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ჰილარი კლინტონმა დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ, მაგრამ კოსოვოს, ისევე როგორც მანამდე სერბიას, პირდაპირი მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა, მათ შორის უთანხმოების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG