Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეში მაღაროელთა გადარჩენას ზეიმობენ


ჩილეში სახალხო ზეიმია - დასრულდა 622 მეტრის სიღრმიდან მაღაროელების ამოყვანის ოპერაცია. გადარჩენილია ყველა, 33-ვე მაღაროელი. მათ მიწის ქვეშ 69 დღე დაჰყვეს. ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინერამ გადარჩენას უწოდა „სასწაული“, რომელმაც ჩილე გააერთიანა. მაღაროელები საგანგებოდ დამზადებული კაფსულით, სათითაოდ ამოჰყავდათ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანებმა ამდენ ხანს გაძლეს ცოცხლად მიწის ქვეშ. ჩილეს ჩრდილოეთში, ატაკამას უდაბროში მდებარე ოქროსა და სპილენძის მაღარო აგვისტოს დასაწყისში ჩაინგრა. მაღაროს ჩანგრევის შემდეგ 17 დღის მანძილზე მაღაროელები დაღუპულები ეგონათ.
XS
SM
MD
LG