Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასზე მეტი ჩინელი მოღვაწე მოითხოვს ნობელის პრემიის ლაურეატის გათავისუფლებას


ჩინეთში ასზე მეტმა საზოგადო მოღვაწემ მოაწერა ხელი ღია წერილს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის ლიუ სიაბაოს ციხიდან გათავისუფლების შესახებ. წერილი ინტერნეტში გამოქვეყნდა და მასში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება ”გონივრულად” უნდა რეაგირებდეს ცნობილი ჩინელი დისიდენტისთვის პრემიის მინიჭებაზე. ლიუ სიაბაოს ”ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის” 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ჩინეთში დემოკრატიული თავისუფლებების გაფართოების მოთხოვნის შესახებ ”ქარტია-08”-ის მანიფესტის თანაავტორად არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG