Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ახალი მდიდრები”




ავად თუ კარგად, საქართველო მაინც გადავიდა კაპიტალიზმზე - ვიღაცისთვის ”ველურზე”, ვიღაცისთვის უსამართლოზე... ვიღაცისთვის ეს კაპიტალიზმი ფსევდოკაპიტალიზმია... მაგრამ ფაქტია, სისტემა შეიცვალა და ადამიანებმა ბანკომატების მოხმარება ისწავლეს. სხვა საქმეა, რომ ბევრს არაფერი აქვს ბანკში, ეს ბანკომატი რომ გამოიყენოს.



”ახალი მდიდრები” საქართველოში.. ვინ არის ეს ხალხი? არიან თუ არა ისინი ”ველური კაპიტალიზმის” შვილები? როგორია მათ მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება?



”წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში ჟურნალისტი პაატა ქურდაძე სოციალურ თემებზე ისაუბრებს და ამ, ეგრეთ წოდებული ”ახალი მდიდრების” დახასიათებას შეეცდება. გადაცემა მის ავტორს, გიორგი გვახარიას მიჰყავს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG