თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ, 7 ოქტომბერს ხელმოწერილი ბრძანებით გაუქმდა დევნილებისათვის 28-ლარიანი დახმარების გაცემის წესი. ხიდაშელის თქმით, თუ სამინისტროს წარმომადგენლები 1 ნოემბრამდე არ შეასრულებენ თბილისის საკრებულოში დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ჯგუფთან, 4 ოქტომბერს გამართული შეხვედრისას გაცემულ პირობებს, საქართველოში დევნილთა მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება.
ყველაზე პოპულარული
1