Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიაში დაკავებული ქართველების საქმით Amnesty International-ი დაინტერესდა


მალაიზიაში, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის საქმით დაინტერესდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი, რომელსაც მალაიზიაში საკუთარი წარმომადგენლობა აქვს. სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, ამ ორგანიზაციამ ითხოვა და უკვე მიიღო დამატებითი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ. ომბუდსმენის აპარატში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს 2 მოქალაქე პოლიციის ორ სხვადასხვა განყოფილებაში, ნორმალურ პირობებში იმყოფება. მათი სასამართლო პროცესი ამ კვირაში გაიმართება. ამავე საქმის გამო, უკრაინაში მალაიზიის საელჩოსთან თანამშრომლობს კიევში საქართველოს საელჩო.
XS
SM
MD
LG