Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ 55 ადამიანი იმსხვერპლა


დაზუსტებული ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში სულ ცოტა 5რ ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა ფეშავარის გარეუბანში, პროვინცია ხიბერ-ფახტუნხვის დედაქალაქ დარა ადამ ხელში, ლოცვის დროს. პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლის, შაჰიდ ულას თქმით, აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა დაგმო მეჩეთებში მოხდარი აფეთქება, რაც, დიპლომატის თქმით, უბრალო ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართული.
XS
SM
MD
LG