Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი შაშკინი ადასტურებს რამდენიმე საჯარო დირექტორის გადადგომის ფაქტს


საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა დაადასტურა, რომ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამასთან, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დირექტორებმა თავად მიიღეს და სკოლების სამეურვეო საბჭოებს მიმართეს, რადგან კანონის თანახმად, დირექტორის დათხოვნა არა სამინისტროს, არამედ სამეურვეო საბჭოს პრეროგატივაა. მინისტრის ამ განცხადებამდე განათლების და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს განუმარტეს, რომ სკოლების დირექტორთა გათავისუფლებას ოფიციალური კომენტარი არ მოჰყვებოდა. სააგენტოების ინტერპრესნიუსის, ჯიეიჩენის და პირველის ინფორმაციით, დათხოვნილი არიან დირექტორები იმ სკოლებიდან, რომელთა უფროსკლასელებმა საპროტესტო აქციები გამართეს საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით. ამავე სააგენტოთა ცნობით, დირექტორები დაიბარეს განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სადაც სკოლების სამეურვეო საბჭოთა სახელზე თანამდებობიდან გადადგომის განცხადებების დაწერა მოსთხოვეს.
XS
SM
MD
LG