Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნლი" ჯორჯ ბუშის ირგვლივ გამოძიების დაწყების მოწოდებით გამოდის


„ამნესტი ინტერნეშნლი“ გამოვიდა მოწოდებით, გამოძიება დაიწყოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ირგვლივ - მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თავის ახლახან გამოქვეყნებულ წიგნში დაიცვა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ დაკითხვის მძიმე მეთოდების გამოყენება. წიგნში, რომელსაც „საკვანძო გადაწყვეტილებანი“ ჰქვია, ბუში აღიარებს, რომ ნება დართო გამოყენებული ყოფილიყო ე.წ. „დაკითხვის გაფართოებული მეთოდები“ - მაგალითად "უოტერბორდინგად" ცნობილი დახრჩობის სიმულაცია - შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენლის, კლაუდიო კორდონეს თქმით, „ბუშის ეს აღიარება უკვე საკმარისია იმისათვის, რათა აშშ-მა - ვალდებულების თანახმად - მისი განცხადებები გამოიძიოს და დამტკიცების შემთხვევაში ის მართლმსაჯულებას წარუდგინოს.“ თავის წიგნში ბუში აღიარებს, რომ მყისიერად დათანხმდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინადადებას, უოტერბორდინგი გამოეყენებინათ ხალიდ შეიხ მუჰამედის წინააღმდეგ - რომელმაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების დაგეგმვა აღიარა.
XS
SM
MD
LG