Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტს წარუდგინეს მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად მომზადებული 8 კანონპროექტი


საქართველოში მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად მომზადებული 8 კანონპროექტი დღეს პარლამენტს წარუდგინა მედიის ექსპერტებისა და იურისტების საინიციატივო ჯგუფმა. მისი ერთ-ერთი წევრის, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით, ქართულ მედიას კომპლექსური პრობლემები აქვს და მათი მოგვარებაც კომპლექსურად უნდა მოხდეს. საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტები შეეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, სახელმწიფო სახსრების მართლზომიერ ხარჯვას, ლიცენზირებას, სასამართლო დავებს, მონოპოლიის მხრივ არსებულ პრობლემებს და საჯარო ინფორმაციის მიღებას.
XS
SM
MD
LG