Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ან სან სუ ჩი კომპრომისისაკენ მოუწოდებს ბირმის პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ ხუნტას


ბირმელმა დისიდენტმა, შინაპატიმრობიდან შაბათს გათავისუფლებულმა ან სან სუ ჩიმ დღეს პირობა დადო, რომ გააგრძელებს თავის მრავალწლიან ბრძოლას დემოკრატიისთვის. მანვე კომპრომისისაკენ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და ბირმის მმართველ ხუნტას. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში, ან სან სუ ჩიმ გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს ბირმის სამხედრო ლიდერებს, ეროვნული შერიგებისაკენ მიმართული თანამშრომლობის ხელშესაწყობად. ან სან სუ ჩის, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია, ბოლო 21 წლიდან 15 წელი აქვს გატარებული ციხეში, ან შინაპატიმრობაში.
XS
SM
MD
LG