Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ საკააშვილი 19-20 ნოემბერს ლისაბონში გაემგზავრება


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრება ლისაბონში, სადაც 19-20 ნოემბერს ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თბილისის დელეგაცია, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ლისაბონში უახლოეს დღეებში გაემგზავრება. მანანა მანჯგალაძის ცნობით, პრეზიდენტი შეხვდება დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ჩეხეთის, პორტუგალიისა და ავსტრალიის ლიდერებს და მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება.
XS
SM
MD
LG