Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია და ხელისუფლება კონსულტაციებს განაახლებენ


დღეს განახლდება კონსულტაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრისას გადაწყდა, რომ შეხვედრები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით გაიმართება. კონსულტაციებში უნდა ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ხელისუფლებასთან კონსულტაციებში ჩართულია რვა პარტია, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაზე თანხმდებიან. ოპოზიციიდან პროცესში ჩართულია ყველა საპარლამენტო პარტია.
XS
SM
MD
LG