Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ყურმანბეკ ბაკიევის სასამართლო პროცესი დაიწყო


ყირგიზეთში სასამართლომ დაიწყო ხელისუფლებიდან ჩამოგდებული პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის და მასთან დაკავშირებული 27 პირის საქმის განხილვა. მათ აპრილში საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის ცეცხლის გახსნა ედებათ ბრალად. აპრილში, ძალადობრივი ამბოხების დროს ბიშკეკში 87 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა დაახლოებით 100. ამბოხებას ბაკიევის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. პროკურორების თქმით, დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნა ჯარისკაცებს ბაკიევმა და მისი გარემოცვის წევრმა მაღალჩინოსნებმა უბრძანეს. ბაკიევს და კიდევ ხუთ ბრალდებულს - მათ შორის მის ძმას და უფროს ვაჟს - დაუსწრებლად ასამართლებენ.
XS
SM
MD
LG